დილის საკვალიფიკაციო გაცურვაში 100 მეტრ გულაღმა ცურვაში ვაჟებს შორის ორი ქართველი გიორგი ჩიქობავა და სანდრო მამულაშვილი მონაწილეობდნენ. ჩიქობავამ დისტანცია 1:07:56 დაფარა, ხოლო მამულაშვილის შედეგი კი 1:11:06 მეასედია. 1/2 ფინალში ვერც ერთი მათგანი ვერ გადავიდა.
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო შედეგი ესპანელმა გონსალო ჰუგო დე ოლივეირამ აჩვენა. მისი დრო 1:08:07 მეასედია.
გამარჯვების მოპოვება ესპანელმა მოცურავემ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა. მან მეორე ადგილოსან ირლანდიელ კონორ ფერგიუსონს 78 მეასედით აჯობა. გარდა ფერგიუსონისა ½ ფინალურ გაცურვებში ოლივეირას კონკურენტები პოლონელი კაპცერ სტოკოვსკი, რუსი კლიმენტ კალიასინკო და გერმანელი ჯოშა სალშოვი იქნებიან.
½ ფინალური გაცურვები 100 მეტრ გულაღმა ცურვაში ვაჟებს შორის დღეს 17:00 საათზე დაიწყება.