„ნამდვილი მამაკაცი საქმეს უნდა აკეთებდეს, ნაცვლად იმისა, რომ ჰალსტუჰები ღეჭოს,“- ასე ეხმაურება ტიმატი ოდესაში ჩაშლილ კონცერტს. რუსი რეპერის თქმით, ოდესაში კონცერტის ჩატარების სურვილი მას აღარ აქვს, რადგანაც სააკაშვილისთვის პროვოკაციების საბაბის მიცემა არ უნდა. „სამშობლოდან გაგდებული პოლიტიკოსის სიტყვები სერიოზულად არც უნდა აღვიქვათ. მე მიყვარს უკრაინა, ოდესა და ვიმედოვნებ, რომ ამ ქალაქში ცასვლის საშუალება მალე მომეცემა,“-აღნიშნა ტიმატიმ. რეპერი კონცერტის გამართვას ოდესის ღამის კლუბ „იბიცაში“ აპირებდა, მაგრამ გუბერნატორ სააკაშვილის ჩარევის შედეგად კლუბის მეპატრონეებმა კონცერტი ჩაშალეს.