თბილისი 2015-ის ფარგლებში, 200 მეტრ ბატერფლაით ცურვაში გოგონებს შორის საკვალიფიკაციო გაცურვების საუკეთესო შედეგი უნგრელმა მოცურავე ანია ეველინ კეშელინმა აჩვენა, რომელმაც დისტანცია 2:16:06 დაფარა.
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, უნგრელი სპორტსმენი დისტანციის საწყისი მონაკვეთიდან ლიდერობდა, პირველობა არავის დაუთმო და მეორე ადგილოსან ესპანელ არიადნა ესკრიბანო ტრივონოს 2 წამით აჯობა.
ფინალურ გაცურვაში კეშელინის მთავარი კონკურენტები დიდი ბრიტანელი ემილი ლუისი ლარგია, თურქი დეფნე კურტი და ესპანელი არიადნა ესკრიბანო ტრივონი იქნებიან.
ფინალური გაცურვები 200 მეტრ ბატერფლაით ცურვაში გოგონებს შორის 17:00 საათზე გაიმართება.