სირიის არმია იძულებული გახდა რამდენიმე რაიონში პოზიციები დაეთმო, იმისათვის, რომ სხვა რაიონებზე კონტროლი შეენარჩუნებინა. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა. ბაშარ ასადის თქმით, სირიის შეიარაღებული ძალები კონტინგენტის ნაკლებობას განიცდის, რის გამოც არმიას პოზიციების დათმობა უწევს. ასადის განკარგულებით, სამხედრო დეზერტირებზე ამნისტიაც გამოცხადდა, თუმცა არმია მებრძოლების კატასტროფულ დეფიციტს განიცდის. 5 წლიანი ომის შედეგად სახელისუფლო ძალების კონტინგენტი 300 ათასიდან დაახლოებით 100 ათასამდე შემცირდა.