ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და მათ ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი.
"თბილისის 2015"-ის გახნის ცერმონიაზე სიტყვით გამოსვლელებთან დაკავშირებით კი, ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ საერთაშორისო წესების თანახმად, სიტყვით მხოლოდ ორი ადამიანი – საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გამოდის.
,,პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია. პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად პირადად ამეხსნა ყველაფერი”, - განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ არ იცის რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას პრეზიდენტი.