თბილისი 2015-ის ფარგლებში 200მ თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში ვაჟთა შორის ქართველმა ირაკლი კვარაცხელიამ მიუხედავად ნაჩვენები კარგი შედეგისა (1:56:13), რაც სპორტის ოსტატობის ნორმატივის შესასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო შედეგი გერმანიის წარმომადგენელმა იოჰანეს ჰინტზემ აჩვენა, რომელმაც დისტანცია 1:50:72-ში დაფარა. ჰინტზემ მეორე ადგილზე გასულ უნგრელ რიჩარდ მარტონის 65 მეასედით აჯობა.
საღამოს, ფინალურ გაცურვაში გერმანელი სპორტსმენის მთავარი კონკურენტები მოლდოველი ალექსეი სანცოვი, უნგრელი რიჩარდ მარტონი და ესპანელი ცეზარ კასტრო ვალე იქნებიან.
½ ფინალები და ფინალები 17.00-ზე დაიწყება.