პუტინმა რუსეთის საზღვაო დოქტრინა შეცვალა. კრემლის განმარტებით, ცვლილების მიზეზი საერთაშორისო ვიტარების შეცვლა, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთება და ნატოს გაფართოვება გახდა. განსაკუთრებული აქცენტი ახალ დოქტრინაში ატლანტიკისა და არქტიკის მიმართულების გაძლიერევბაზეა გაკეთებული. დოკუმენტში ასევე საუბარია ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაბრუნებაზეც.