თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის ბოლოს მცირე ინციდენტიც მოხდა. ფოიერვერკის დროს მთავარი სცენის უკან მდებარე ცარიელ ტრიბუნას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ტრიბუნის ნაწილი დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.