თბილისი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას ოფიციალურად იწყებს. დღეს ახალგაზრდა სპორტსმენები ერთმანეთს ცურვაში, ჩოგბურთში, კალათბურთსა და ფრენბურთში შეეჯიბრებიან. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიული ფესტივალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა. 12 გიგანტური ყვავილი, როგორც საქართველოს რეგიონების სიმბოლო, არგონავტების შოუ, ქართული ფოლკლორული საცეკვაო ნომრები და ქართული საგალობელი, როგორც საქართველოს რეგიონების სიმბოლოები- 2 საათიანი ღონისძიება მთლიანად საქართველოს წარსულსა და აწმყოს ასახავდა. ცერემონიის დასასრულს საქართველოს ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშა აღიმართა. თბილისი 2015 გახსნილად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა.