10 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა სომალიში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად. ტერორისტთა სამიზნე მოგადიშოს ცენტრალური რაიონი გახდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სატვირთო ავტომანქანაში აიფეთქა, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე, სასტუმროსთან იყო პარკირებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.