მასშტაბური ტერორისტული აქტი ნიგერიაში. ქალაქ დამატურუში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. ტერაქტი სავარაუდოდ 10 წლის გოგონამ განახორციელა. მან თავი ადგილობრივი ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობას ნიგერიის ხელისუფლება “ბოკო ჰარამის” რადიკალურ დაჯგუფებას აკისრებს.