თურქეთში მასობრივი არეულობები გრძელდება. სტამბოლში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. მუჰამედ ფატიხს სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიაყენეს, როდესაც ის ერთ-ერთი აქტივისტის დაპატიმრებას ცდილობდა. საპროტესტო მსვლელობები სტამბოლში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის რეიდს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივისტი ქალი ემსხვერპლა. პოლიციამ რამდენიმე მემარცხენე აქტივისტიც დააპატიმრა.