ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ცეცხლი ზურაბ ზვიადაურმა აანთო. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მეჩირაღდნეებს შორის კიდევ 3 საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი იყო: გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე და პარაოლიმპიელი თემურ დადიანი.
შეგახსენებთ, ხვალ, 27 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ.