საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა პრემიერი საზეიმო გახსნის ცერემონიალზე გამოსვლისას.
„ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი-2015“ გახსნილად ვაცხადებ“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაისმა საზეიმო სალუტი.