ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია კუს ტბაზე ოლიმპიური ცეცხლის ანთებით დამთავრდება. ამის შესახებ „იმედის კვირის" ჯურნალისტმა გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას აუწყა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი დაიწყო. თეატრალიზირებული შოუს სახით ღონისძიების რეჟისორი დევიდ ზოლკვერი არგონავტების თემას წარადგენს. საქართველოს ჰიმნს პაატა ბურჭულაძე შეასრულებს.