საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი გადაეცა.
მთავრობის მეთაური, ოლიმპიურ მოძრაობაში განსაკუთრებული წვლილისა და უშუალო ჩართულობისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
მთავრობის მეთაურმა დღეს ჯილდო ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგანაც მიიღო.
პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ოლიმპიური ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა.