საფრანგეთის ხელისუფლებას 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე საგანგებო წერილით მიმართავს. ისინი საუდის არაბეთის მონარქის ვიზიტის პერიოდში ქალაქ ვალორის პლაჟის დაკეტვას აპროტესტებენ. მეფე სალმანი ვალორის სანაპიროზე დასვენებას ათას კაციანი ამალით 3 კვირით გეგმავს. ამ დროის განმავლობაში ადგილობრივი პლიაჟი დამსვენებლებისთვის უნდა დაიხუროს. ვალორის სასტუმროებში საუდის არაბეთის მეფეს ასობით ნომერი აქვს დაჯავშნული.