უკრაინის უშიშროების სამსახურმა საგამშვებო პუნქტ ბერიოზოვოეში სატვირთო ავტომანქანა დააკავა, რომელიც საბრძოლო მანქანებით იყო დატვირთული. დაკავებულია ორი სამხედრო პირი, რომელთაგანაც კიევის მტკიცებით, ერთ-ერთი რუსი მაიორია. რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აპირებს.