2015 წლის 25 ივლისს, 10:30 საათზე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ოფისში (მის: თბილისი, მ.კოსტავას ქ. 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული) ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,თბილისი - 2015“ გახსნის ცერემონიალზე მუსიკის გამოყენებისთვის საჭირო საავტორო უფლებების ლიცენზიას მოეწერება ხელი.
ლიცენზიას ფესტივალის გახსნის ცერემონიალის ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა შეიძენს. შეთანხმების საფუძველზე კულტურის პალატა მუსიკალური კომპოზიციების ავტორებს კუთვნილ ჰონორარს გადაუხდის, რომელიც ადრესატამდე ასოციაციის მეშვეობით მივა.
ლიცენზიას ხელს მოაწერენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი. ხელმოწერას ასევე დაესწრებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.