„ისლამური სახელმწიფო“ ნავთობის გაყიდვით ყოველთვიურად 40 მილიონამდე დოლარს იღებს. ამის შესახებ ფინანსირებულ ტერორიზმთან ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელმა დენიელ გრეიზერმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯიჰადისტები ერაყში რამდენიმე მსხვილ სანავთობო ობიექტს აკონტროლებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, თითოეულ მებრძოლს თვეში ათასი დოლარი გადაუხადონ.