პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შს მინისტრის კანდიდატურას პირველ აგვისტომდე დაასახელებს. იგი ჟურნალისტებთან არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილის მოსალოდნელ დანიშვნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრის პოსტზე მის სავარაუდო დანიშვნაზე კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფს. მისი თქმით, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.