მსოფლიოს მეორე ჩოგანი მარია შარაპოვა ბოიფრენდს დაშორდა. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ESPN-ს ჟურნალისტი დარენ როველი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. გრიგორ დიმიტროვს რუსი ჩოგბურთელი 2012 წლიდან ხვდებოდა. გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია მათი ქორწინების შესახებაც, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.