ბრიტანეთი შეერთებული შტატების ყველაზე დიდი პარტნიორია და ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ნიშნად ევროკავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „გაერთიანებული სამეფოს წევრობა თავდაჯერებულობას გვმატებს ტრანსატლანტიკურ კავშირში და ქვაკუთხედია იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და მსოფლიო უფრო მეტად უსაფრთხო გახადა. ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანეთი ევროპულ კავშირში დარჩება,“-აღნიშნა ობამამ.