რუსული „მეჟპრომბანკის“ დამფუძნებელი სერგეი პუგაჩოვი, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნანობს, რომ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ამის შესახებ მან „ფაინანსალ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე ის ხელისუფლებაში მოვიყვანე. ამისთვის დღე და რამე ვმუშაობდი, რასაც ძალიან ვნანობ,“-აღნიშნა ბანკირმა. პუგაჩოვს საგამოძიებო კომიტეტი 100 მილიარდი რუბლის მითვისებაში ადანაშაულებს.