ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლის საკითხი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაირკვევა. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში” პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძე თავის მხრივ, დეპუტატებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია 15 ივლისს, პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ.
,,ამის პრობლემა არასოდეს არ მქონია. მომავალ კვირას მექნება ამაზე საუბარი და ალბათ, მომავალ კვირას გადაწყდება პარლამენტში მისვლის საკითხი”,_აცხადებს აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, დეპუტატები აბაშიძის პარლამენტში მისვლას და მხარეებს შორის გამართული დიალოგის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.