უკრაინის კრიზისის დასაძლევად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სლოვენიური რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის ხელისუფლებამ მინსკის შეთანხმების პირობები უნდა შეასრულოს და ავტონომიებთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, კომპრომისზე წასვლა მართებთ ამბოხებულებსაც, რომლებმაც უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება უნდა აწარმოონ,“-აღნიშნა მედვედევმა.