დღეს, 30 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნთება ფოტოგამოფენა "წეროვანის ფოტოდღიურები". გამოფენაზე 40 ფოტო გამოიფინება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოპროექტი "წეროვანის ფოტოდღიურები" რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ფოტოსესიების სერიას მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ფოტოგადაღებები ფოტოფირზე განხორციელდა და მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით ხელით დაიბეჭდა.
პროექტი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.