დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორობის პრეტენდენტად არ განიხილება. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის მოქმედმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოროშენკოს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ის ამ პოსტზე საერთოდ არ განიხილება. მან ცოლი უნდა მოიყვანოს. ამიტომ, უკრაინელმა ქალებმა მასზე როგორც პერსპექტიულ სასიძოზე და არა როგორც პერსპექტიულ გენერალურ პროკურორზე უნდა იფიქრონ,“-იხუმრა სააკაშვილმა.