დღეს, 30 აპრილს, 13:00 საათზე, "ირაოს" სტადიონზე საფეხბურთო ტურნირის ფინალურ მატჩში ერთმანეთს სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი "ვიკინგები" და უნივერსიტეტ "იბერიის" გუნდი "იბერია 3" დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორმა, "ახალგაზრდა ეროვნულმა ფორუმმა" აცნობა.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი ახალგაზრდული ფორუმისა და დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტის, "იბერიის" ორგანიზებით იმართება.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.