ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოშია. პატრიკ ჰიკი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში თბილიში გამთენიისას ჩამოვიდა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" 26 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალში 14-18 წლის ასაკის 49 ქვეყნის 3800 სპორტსმენი სპორტის 9 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი პირველ აგვისტოს დასრულდება.