16 ივლისს ხურვალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანდრო ბარნოვი პოლიციაში დაიბარეს. როგორც ბარნოვი განმარტავს, ეს არც დაკითხვაა და არც საქმის აღძვრა. ის პოლიციაში გასაუბრებაზეა დაბარებული, რადგანაც წერილში არ არის მითითებული კონრეტული მიზეზი, თუ რისთვის იბარებენ მას სამართალდამცავები. ბარნოვის ვარაუდით, პოლიციაში დაბარების მიზეზი 16 ივლისს ხურვალეთში მისი ვიზიტია. ის პოლიციაში გამოცხადებას არ აპირებს.