მცოცავ ანექსიას ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დანაშაულებრივ პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა “გურიანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე მთავრობის რეაგირება ადეკვატურია. ივანიშვილს ნაციონალური მოძრაობის”მხრიდან კრიტიკა გაუმართლებლად მიაჩნია. მისი მტკიცებით, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს მოჰყვა ის შედეგი, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას.