თურქეთი შეერთებულ შტატებს ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად საკუთარ ავიაბაზებს დაუთმობს. ამის შესახებ გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელები ორი თურქული აეროდრომით ისარგებლებენ, სადაც პილოტირებული თვითმფრინავები განთავსდება. ინჯირლიკისა და დიარბაქირის ბაზების გამოყენებით შეერთებული შტატები ჯიჰადისტებთან ბრძოლაში სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს. დღემდე თურქეთი საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას მხოლოდ ამერიკულ უპილოტო აპარატებს აძლევდა.