ნიგერიაში ტერაქტების სერია განხორციელდა. ტერორისტთა სამიზნე ქალაქ გომბეს ცენტრალური რაიონები გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები ავტობუსის გაჩერებებთან ამოქმედდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.