მასშტაბური ტერორისტული აქტი პერუში. ლიმას ცირკში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ცირკის რამდენიმე თანამშრომელი და ერთი ჯამბაზიცაა, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. პოლიციის ვერსიით, ტერაქტი რეკეტიორთა ბანდამ განახორციელა.