,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ ბიუროს სხდომაზე პროკურატურის შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება მოითხოვა.
როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ვინაიდან პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება არ არსებობს, კანონპროექტზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის.
თუმცა, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დეპუტატის მოთხოვნას არ დაეთანხმა.
კობახიძის თქმით, თუ რომელიმე დეპუტატს კანონპროექტთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები, მათ ამის დაფიქსირება კომიტეტის სხდომაზე შეუძლიათ.
შავგულიძის წინადადება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმაც გაიზიარეს.