დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორის, იგორ კოლომოისკის მოადგილე ბორის ფილატოვი ოლქის ახალ გუბერნატორს ტოტალურ ომს უცხადებს. უმაღლესი რადის დეპუტატმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ დეპუტატთა ჯგუფის განცხადება გამოაქვეყნა. ისინი ოდესის გუბერნატორს საცხოვრებელი ადგილისა და რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს სთხოვენ და იმის განმარტებასაც ითხოვენ, თუ რატომ დაინიშნა თანამდებობაზე კონსტიტუციის დარღვევით ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. „გინდა ამ ქვეყანაში მეთაური იყო? მაშინ კეთილი ინებე და გიყვარდეს ის სხვა ქვეყნის პასპორტის გარეშე,“-წერს ფილატოვი.