ქუთაისში მდებარე პარალამენტის შენობაში დეპუტატებისთვის ,,შინდისის გმირების” კინოჩვენება გიმართება. ჩვენება პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით იმართება.
ფილმი მოგვითხრობს 2008 წლის, 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას, რომლებიც მოყვნენ ჩასაფრებაში და ერთი საათის განმავლობაში ებრძოდნენ მტერს.
რუსის ჯარი ბევრად აღემატებოდა ქართულ ოცეულს, რომელიც შეიარაღებული იყო მძიმე საბრძოლო ტექნიკით. ტყვია-წამლის დამთავრების შემდეგ ქართველმა ჯარისკაცებმა - ალექსანდრე ონიანმა და რომან ზოიძემ ტყვედ რომ არ ჩაბარებოდნენ მტრებს თავი აიფეთქეს.
15 ჯარისკაცი გმირულად დაეცა მძიმე ბრძოლაში. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, სოფელ შინდისის მკვიდრმა - ბადრი ხუციშვილმა (ახმეტამ) შეძლო შეღწევა ტერიტორიაზე და მძიმედ დაჭრილი ხუთი ჯარისკაცი, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ, გამოიყვანა.
ახმეტამ განსაკუთრებული თავგამოდება გამოიჩინა - მან ჯარისკაცები საკუთარ სახლში გადამალა და უმკურნალა.16 აგვისტოს ბრძოლის ველზე ჩავიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც ჩვიდმეტივე ცხედარი თბილისში გადმოასვენა. უწმინდესის ძალისხმევით მოხდა ხუთი გადარჩენილი ჯარისკაცის გამოყვანა რუსების მიერ დატყვევებული სოფლიდან.
ფილმი გადაღებულია ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.ფილმის ავტორი და პროდიუსერი - ედმონდ მინაშვილი, პროდიუსერი - ზურაბ პოპიაშვილი, სცენარის კონსულტანტი და რედაქტორი - აკა მორჩილაძე, სცენარის ავტორი - ირაკლი სოლომანაშვილი, კომპოზიტორი - გია ყანჩელი, მთხრობელი - ზურაბ ყიფშიძე, ფილმის კონსულტანტი - რეზო ჩხეიძე, ფილმის მწარმოებელი კომპანიაა - „თავისუფალი სტუდია“. გენერალური სპონსორი კულტურის სამინისტრო და „თი-ბი-სი ბანკი“