საფრანგეთის ხელისუფლება ფერმერებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და დახმარების სახით 600 მილიონი ევროს გამოყოფას სთავაზობს. სოლიდური თანხის ნაწილი გადასახადების დაფარვას მოხმარდება, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ნაწილით კი მათი კრედიტების რესტრუქტურიზაცია მოხდება. საპროტესტო აქციები საფრანგეთში პროფკავშირების ორგანიზებით უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ფერმერები ადგილობრივ ავტომაგისტრალებს კეტავენ, რაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას იწვევს.