პარლამენტი საჯარო სამსახურის რეფორმის განხილვას იწყებს. ცვლილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა რევოლუციური უწოდა, სიახლეებს რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. მათ შორის, უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურში პრემიებისა და დანამატების საკითხიც. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ რეალური რეფორმის გატარება ხელისუფლების ინტერესებში არ შედის და მათი მთავარი ამოცანა ნათესავების დასაქმებაა.