კენჭისყრა საბერძნეთის პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ათასობით სტუდენტმა და უმუშევარმა მასობრივი მსვლელობები ათენის ცენტრალურ მოედანზე მოაწყო. ისინი პარლამენტის მიერ საბანკო რეფორმის მხარდაჭერას აპროტესტებდნენ და მთავრობას ელექტორატის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ. ფინანსური დონორების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ციპრასის მთავრობამ ქვეყანაში საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა მოსახლეობის ნების მიუხედავად, საერთაშორისო კრედიტორთა პირობების დაკმაყოფილება მაინც მოუხდა და ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებას დათანხმდა.