მოსკოვი მცოცავი ოკუპაციის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის გადმოწევა განხორციელდა, მორიგი პროვოკაციაა. “ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც დადგა და დადგინდა, რომ ინფორმაცია საზღვრის გადმოწევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. რუსულმა და ოსურმა მხარეებმა შეხვედრაზე განმარტეს, რომ მსგავსი პროვოკაციული აქციები მიზნად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ უარყოფითი საერთაშორისო რეზონანსის შექმნას და ოსი და რუსი მესაზღვრეების დისკრედიტაციას ისახავს. ვიმედოვნებთ, ქართული მხარე მსგავსი პოლიტიზირებული პროვოკაციებისგან მომავალში თავს შეიკავებს,”-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.