აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი რომანაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად დასრულებული და მიმდინარე შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დათვალიერა.
სოფელ ოქტომბერში დღეიდან 2.5 კმ-ზე ასფალტობეტონის საფარის დაგება დაიწყო. ქედა - ოქტომბრის მიმართულებით ამ დრომდე გრუნტის გზა ფუნქციონირებდა და წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. რამდენიმე ადგილას ჩაშლილი იყო მონაკვეთები. გზით ოქტომბრის თემის 5 სოფელი სარგებლობს. მისი მოწესრიგება მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა. რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის მიზნით ბიუჯეტიდან 670 000 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები. გრუნტის გასამაგრებლად ეწყობა გაბიონები და ფართოვდება შევიწროებული ადგილები. 2, 5 კმ-ზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ბონდი 2009“ ახორციელებს.
დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძემ ქედაში სოფელ გეგელიძეებში 2.7 კ მ სიგრძის განახლებული გზის მონაკვეთი გახსნეს. წლების წინ გაჭრილ გრუნტის გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი პირველად დაიგო.
სამუშაოები აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის ღირებულება 868 730 ლარია. აღნიშნული გზა სოფელში მცხოვრებ 115 ოჯახს ემსახურება.