63 წლის ინდოელი ქალი მეზობლებმა სიკვდილით დასაჯეს. შემზარავი ინციდენტი ასამის შტატში მოხდა. ადგილობრივებმა ხანდაზმული ქალი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს. აღგზნებულმა ბრბომ ქალი მთავარ მოედანზე გაიყვანა, გააშიშვლა და თავი მოჰკვეთა. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 7 პირი უკვე დააპატიმრა.