სირიაში ესპანელი ჟურნალისტები გაუჩინარდნენ. ანტონიო პამპლიეგა, ხოსე მანუელ ლოპესი და ანხელ სასტრე ალეპოში ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდნენ. ელ-პაისის ჟურნალისტები ბოლოს ხაზზე 10 ივლისს გავიდნენ. მას შემდეგ ისინი არავის უნახავს. ესპანეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ჟურნალისტები ისლამისტთა ტყვეობაში იმყოფებიან.