იაპონიაში ანომალური სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ რაიონში 38 გრადუსამდე ავიდა. გაუსაძლისმა სიცხემ 14 ადამიანი იმსხვერპლა. ადგილობრივ კლინიკებს კი გულის უკმარისობისა და მზის დარტყმის სიმპტომებით 6 ათასაზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ადგილობრივი ხელისუფლება თანამოქალაქეებს დღის საათებში სახლებიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.