საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 28 ოქტომბერს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის 6 თანამშრომელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამგვარ აქტებს და მიიჩნევს, რომ ტერორიზმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობის დამყარების პროცესს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და მთლიანად რეგიონში.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.