დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ ძნელაძის ინიციატივით დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი ,,Fc didube 2014’’, რომელსაც ლაშა მიმინოშვილი ხელმძღვანელობს, ასპარეზობას წარმატებულად განაგრძობს.
გუნდმა, რომელშიც ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველი 45 ბავშვი ირიცხება, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 28 მატჩიდან 26 მოიგო, 1 წააგო, ხოლო ერთი შეხვედრა კი ფრედ დაამთავრა.
დუშეთის ,,არაგვთან’’ ჩატარებული ბოლო ამხანაგური შეხვედრა ბავშვებმა ახალი ფორმებით ითამაშეს, რომელიც მათ საჩუქრად მაღაზიამ ,,ჩემპიონი’’გადასცა.
ლადო ძნელაძი მხარდაჭერითა და დახმარებით კლუბი ,,Fc didube 2014’’ ,,შეკრებზე’’ ახალდაბაში გაემგზავრება, სადაც მათთვის საუკეთესო სავარჯიშო პირობებია შექმნილი.