საქალაქო სასამართლოში დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პროცესი განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით დაიწყება. იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია. პროცესი დღეს 4 საათზეა ჩანიშნული.