ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე რეზოლუციის პროექტს პარლამეტნმა კენჭი პარასკევის სესიაზე უნდა უყაროს. მანამდე კი კანონმდებლები მმართველი გუნდისა და უმცირესობის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ტექსტზებზე მსჯელობას განაგრძობენ. 5 საათიანი საკომიტეტო განხილვა გუშინ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უშედეგოდ დასრულდა და საკითხი კენჭისყრამდე ვერ მივიდა. დეპუტატები პარლამენტის რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მიღებაზე მზაობას გამოთქვამენ, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ,,ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა” იყო, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმებას ითხოვდა.